შალვა პაპუაშვილი: ISFED-მა ვერც გამჭვირვალობის და ვერც ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა
ამის შესახებ სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი წერს და ISFED-ის მხრიდან განმარტებებს ითხოვს.
ამასობაში, უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც სამართლიანი არჩევნები (ISFED)-ის მიერ მისი შეცდომის (პარალელური დათვლის შედეგები) დაგვიანებული აღიარების შემდეგ, საჯაროდ ვთხოვეთ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის.
🔸განემარტათ მათ მიერ წაყენებული ბრალდება, თითქოს უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი (რაც აბსურდია❗) და
🔸დაესახელებინათ კონკრეტული თარიღები:
👉 რომელ რიცხვში დაუკავშირდა ეუთო/ოდირის ექსპერტი?
👉 რომელ რიცხვში დაიწყო აუდიტი?
👉 რომელ რიცხვში მიხვდა ISFED-ის თავმჯდომარე, რომ პროგრამაში იყო ბათილი ბიულეტენების მითვლის ხარვეზი?
ISFED-ი ამ დრომდე ჯიუტად დუმს.
სამწუხაროდ, “სამართლიანმა არჩევნებმა”, ბოლო ორი თვის განმავლობაში,
ვერც გამჭვირვალობის და ვერც ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა და
ამით მოახდინა მისი, როგორც ანგარიშგასაწევი ორგანიზაციის, დისკვალიფიკაცია.