შალვა ოგბაიძე თბილისის გენგემის ხარვეზებზე საუბრობს

373

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმას გარკვეული ხარვეზები გააჩნია. 

შალვა ოგბაიძის თქმით, გენგეგმა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა საკრებულოში უკვე მოხდა შუალედური ანგარიშის წარდგენა, რასაც ესწრებოდა.

"დასრულებული არ არის ეს გენგეგმა. ჩვენ გვქონდა მოსმენა საკრებულოში საშუალედო კონცეფციის. გენგეგმა საერთოდ არ არის ძალიან დეტალიზბეული, მას აქვს საერთო ხედვა და დამოკიდებულება დედაქალაქის განვითარებაზე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.  ერთადერთი რაც აღმოვაჩინე არის ის, რომ გენგეგმის  დაწერა დიდი ხანი მიმდინარეობს. ეს წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს რა შეიძლება და რა არ შეიძლება და მესამე, სამწუხაროდ, გეგნგეგმაში ასახული ხედვები ხანდახან მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბევრი რაღაც რომელიც გენგეგმაშია და არის პოზიტიური უკვე დაზიანებულია და მასზე ნებართვა უკვე გაცემულია. 

ამ გენგეგმამ უნდა იმუშაოს რამდენიმე ათწლეული, მაგრამ სანამ ეს დამტკიცდება, ის ადგილები, სადაც გენგეგმა გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, მასზე ნებართვა გაცემულია. ჩემთვის, როგორც ტრანსპორტის სპეციალისტისთვის მეტად მნიშვნელოვანია ამ ნაწილში დედაქალაქის პარკინგები და ა.შ.", –  განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

2015 წლის სექტემბერში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოების წინაშე  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული კომპანიები გამოაცხადა. თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციას "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დაევალა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2015-2016 წლებში, საკითხზე რამდენიმე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებას კი, "თანხმობის დოკუმენტი" უწოდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებული დოკუმენტი 2017 წლის აპრილში უნდა განიხილოს.

Comments
Loading...