ყიფშიძის N10-სა და გაბაშვილის N11-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

6

ვაკის რაიონში, ყიფშიძის N10-ში და გაბაშვილის N11-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

ტერიტორიებზე ბავშვებისთვისა და უფროსებისთვის სხვადასხვა ზონა განთავსდება. აქვე შესაბამისი საპარკე ინვენტარი დამონტაჟდება, სკვერები კი გამწვანდება.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 127 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...