ყველაზე ძლიერი პასპორტების სიაში საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა და 93-ე ადგილს იკავებს

51

საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Henley&Partners პასპორტების ინდექსს აქვეყნებს. ყველაზე ძლიერი პასპორტების სიაში საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა და 93-ე ადგილს იკავებს.

199 ქვეყნიდან ყველაზე ძლიერი კი, იაპონიის პასპორტია. მის მფლობელებს 189 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურით შეუძლიათ მოგზაურობა. საქართველოს მოქალაქის პასპორტით ეს 112 ქვეყანაშია შესაძლებელი.

პასპორტების ინდექსზე კომპანია Henley&Partners-ის მონაცემების გადახედვა 2010 წლიდან დღემდე, ნათლად გვიჩვენებს, რომ ქვეყნები ერთმანეთის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტად გახსნილები ხდებიან. თუ 2010 წელს ყველაზე ძლიერი პასპორტით 166 ქვეყანაში იყო შესაძლებელი მოგზაურობა, ამჟამად ძლიერ პასპორტისთვის უკვე 189 ქვეყანაა გახსნილი. ამასთან ერთად, მცირედით, მაგრამ გაიზარდა – 26-დან 30-მდე, ყველაზე სუსტი პასპორტებისთვის გახსნილი ქვეყნების რიცხვიც.

საქართველოს პასპორტის 2010 წელს არსებული 110 პუნქტიანი ჩამორჩენა ყველაზე ძლიერ პასპორტთან, დღეს 77-მდეა დასული. საქართველოს უახლოესი მეზობლების პასპორტებით უვიზოდ ან გამარტივებული რეჟიმით მოგზაურობის მაჩვენებლები ასეთია:

  • 32-33. ლატვია – 179 ქვეყანა;
  • 32-33. ლიტვა – 179 ქვეყანა;
  • 34-35. ესტონეთი – 178 ქვეყანა;
  • 79-80. უკრაინა – 128 ქვეყანა;
  • 89. მოლდოვა – 121;
  • 91-92. რუსეთი – 118 ქვეყანა;
  • 95. თურქეთი – 111 ქვეყანა;
  • 113. ბელარუსი – 77 ქვეყანა;
  • 114-116. ყაზახეთი – 74 ქვეყანა;
  • 128. აზერბაიჯანი – 66 ქვეყანა;
  • 137-138. სომხეთი – 62 ქვეყანა;
  • 183. ირანი – 44 ქვეყანა.
Comments
Loading...