ყვარელსა და სურამში ტურისტებს ახალი სასტუმროები უმასპინძლებს

301

პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" ინვესტორებს სურამსა და ყვარელში არსებული სახელმწიფო ქონება შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ელექტრონული აუქციონების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა   და ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულებმა სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღეს.

პროექტის ფარგლებში მიღებული შემოსავალი სულ უფრო იზრდება. დღეის მდგომარეობით გაყიდულია 26 927 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...