“ყატარის ავიახაზები” თბილისსა და დოჰას შორის დღეში ორი სიხშირით იფრენს

457

"ყატარის ავიახაზები" ზრდის ფრენის სიხშირეს დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით და მიმდინარე წლის 1 მაისიდან რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს.

განახლებულ ფრენის განრიგს ავიაკომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უახლოეს დღეებში წარადგენს. ავიარეისები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

როგორც ავიაკომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა ჯოვანი სიმონინმა შეხვედრაზე აღნიშნა, "ყატარის ავიახაზები" დადებითად აფასებს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების 5-წლიან პერიოდს, ასევე ავიაკომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის წარმატებულ საქმიანობას მგზავრთა მოზიდვის თვალსაზრისით. ავიაკომპანიის ინფორმაციით, როგორც საქართველოს, ისე ყატარისა და მთლიანად შუა აღმოსავლეთის რეგიონის მგზავრების მხრიდან მოთხოვნა დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებაზე  წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება.

"ყატარის ავიახაზები" საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლის თებერვალში შემოვიდა. ხუთვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ ოპერირება დოჰა-ბაქო-თბილისი თბილისი-ბაქო-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით დაიწყო, 2016 წლის დეკემბრიდან კი 4 ახალი სიხშირე დაამატა შუალედური (ბაქო) პუნქტის გარეშე.

Comments
Loading...