ყატარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

202

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზიებით ყატარის პოპულარული გაზეთებისა და რადიოს 8 ჟურნალისტი საქართველოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პრესტურის მონაწილეებმა ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, ქუთაისი, წყალტუბო, ყაზბეგი, გუდაური და მცხეთა დაათვალიერეს. თბილისში, ყატარის საელჩოში ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ყატარის ელჩი საქარველოში მუბარაქ ბინ სანერ მუბარაქ ალ-ხალიფა შეხვდნენ.

საქართველოს ტურისტული მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება ყატარელი მოგზაურებისთვის, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და ყატარის დედაქალაქ დოჰას შორის. ყატარის ავიახაზები თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად 2 ავიარეისს ასრულებს. ზაფხულის სეზონზე რეისების სიხშირე გაიზრდება.

Comments
Loading...