ყაზბეგის N47-49-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე ეწყობა

8

ვაკის რაიონში, ყაზბეგის N47-49-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა ხორციელდება.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედანი, ეწყობა კარები, ფარები, დაიგო რბილი საფარი, ეწყობა ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით, მონტაჟდება სხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ეწყობა ბილიკები, დაირგვება მცენარეები.

დასასვენებელი სივრცე, დაახლოებით, 3000 კვ. მ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებს.

Comments
Loading...