ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყაზბეგის N47-49-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა დაიწყო. სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება სხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ბილიკები, დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე განახლდება სპორტული მოედანი.
დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები, დაახლოებით, 3000 კვ. მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა და მათთან პროექტის დეტალები განიხილა.