ყაზბეგის N32-ში და ნუცუბიძის IV მ/რ-ში სპორტული მოედნები მოეწყო

9

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ყაზბეგის N34-ში და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21-ე კორპუსის მიმდებარედ, კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყო.პროექტის განხორციელების შედეგად, ბეტონის საფუძვლებზე დამონტაჟდა ღობეები, ფარები, კარები და დაიგო რბილი საფარი.

დასრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას განვაგრძობთ. ამ დროისთვის, ვაკის რაიონს კიდევ ორი სპორტული მოედანი შეემატა, რაც ადგილობრივების დიდი სურვილი იყო“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ. აღნიშნული სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „კვადრელმა“ განახორციელა.

Comments
Loading...