ყაზახურმა ავიაკომპანიამ FlyArystan-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება აქტიურად დაიწყო

12

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ატირაუდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი ყაზახურმა კომპანიამ FlyArystan-მა უკვე შეასრულა და საქართველოში 140 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოიყვანა. მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ გვიან ღამით ქუთაისის მიმართულებით ნურსულთანიდანაც შეასრულა პირველი რეგულარული რეისი და   ყაზახეთის დედაქალაქიდან იმერეთში PCR ნეგატიური ტესტის მქონე საქართველოში დამატებით კიდევ 164 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოიყვანა. მნიშვენლოვანია, რომ საინაუგურაციო ფრენა აქტაუდანაც განხოციელდა და თითოეულ მიმართულებაზე რეგულარული პირდაპირი რეისები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.

აქტაუდან ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და FlyArystan-ის მმართველი დირექტორი ადრიან ჰამილტონ მანსი დახვდნენ. მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI – ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისზე კი პირველ რეგისტრირებულ მგზავრს ავიაკომპანიამ საჩუქრად FlyArystan-ის მიერ ნებისმიერ ოპერირებად მიმართულებაზე ღია ავიაბილეთი გადასცა.

საინაუგურაციო ცერემონიალში მონაწილეობა ასევე მიიღეს FlyArystan-ს რეგიონალურმა დირექტორმა კამილა ჟაილაუბაიევმა, ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმა,  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, DMO IMERETI აღმასრულებელმა დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა და სხვა პირებმა.

მნიშვნელოვანია, რომ FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. გუშინ საინაუგურაციო ფრენები აქტაუდან და ნურ-სულთანიდან განხოციელდა. თითოეულ მიმართულებაზე რეგულარული პირდაპირი რეისები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, FlyArystan-თან რეისებისა და მიმართულებების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ყაზახეთის დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-სთანმოხარული ვართ, რომ პანდემიის მიუხედავად, სრულიად ახალი ავიაკომპანიები არიან დაინტერესებული ქართული ბაზრით. ასევე, უკვე არსებული ავიაკომპანიები თანდათან ბრუნდებიან ბაზარზე და ზრდიან ფრენების სიხშირეებს. ავიაკომპანიის სახმელეთო სამსახურისა და ოპერაციების მენეჯერებმა, შეამოწმეს და შეისწავლეს ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები. ველოდებით საერთაშორისო ვიზიტორებს შუა აზიიდან, რაც ქვეყნის და ზოგადად იმერეთის რეგიონის სრულიად ახალი ტურისტული ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს,” – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან საქართველოს ტურიზმს შემოუერთდა ყაზახური ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც ყაზახურბრიტანული  კომპანია Air Astana- შვილობილი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის ფასი 200-300 ლარის ფარგლებში მერყეობს,  რაც თავითავად უფრო მეტ ადამიანს მისცემს საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობას. ასევე გასათვალისწნებელია, რომ ფასის მიუხედავად ავიაკომპანია მაღალ სერვისს გვპირდება და საკმაოდ უსაფრთხოა,” – აღნიშნავს გიორგი ჯახუტაშვილი და  ტურისტული ნაკადის შენარჩუნებასა და  ზრდის ტემპზე მიანიშნებს, რაც დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანიების შემოსვლით აიხსნება.

Air Astana-მ ფრენა 2011 წელს დაიწყო და საქართველოში ტურისტთა ნაკადი დღემდე 25%-ით გაიზარდა, კერძოდ, თუ 2011 წელს საქართველოში 10’000 ვიზიტორი იყო , 2019 წელს მათი რიცხვი  118’000-მდე გაიზარდა.  მნიშვნელოვანია, რომ  აღნიშნული  ზრდის მაჩვენებლოთ ყაზახეთი #1 ქვეყანაა საქართველოსთვის.  FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და Air Astana-ს შვილობილი კომპანიაა. ავიაკომპანია რეისებს ძირითადად AIRBUS A320 თვითმფრინავით ასრულებს.

როგორც ჯახუტაშვილი იმედოვნებს, მომდევნო წლებშიც ყაზახეთი არ დათმობს ლიდერის პოზიციას. ამასთან,  ყაზახი ტურისტები დღეს საქართველოში ტოპ მხარჯველებში შედიან გერმანიასთან და ისრაელთან ერთად.  ყაზახეთი ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, რადგან თბილისის და ბათუმის მიღმა ინგლისური ენა ბარიერია, ხოლო ყაზახები საუბრობენ რუსულად და შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში მარტივია მათი მასპინძლობა – აცხადებს ყაზახეთის საპატიო კონსული.

შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

Comments
Loading...