ყაზახეთში LinkedIn დაბლოკეს

4

ყაზახეთის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების სამინისტრომ ქვეყანაში სოციალური ქსელი LinkedIn დაბლოკა.

ყაზახეთის მთავრობის განმარტებით, სოციალური ქსელის დაბლოკვა ონლაინ კაზინოების რეკლამირებასა და ყალბი ანგარიშების შექმნასთან არის დაკავშირებული, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

“ინტერნეტ რესურს LinkedIn-ზე განხორციელებული მონიტორინგის დროს გამოვლინდა მრავალი კანონის დარღვევა, რომელიც ეხებოდა ონლაინ კაზინოების რეკლამირებას და ყალბი ანგარიშების შექმნას რეალური ადამიანების სახელით, რომლებიც არ არიან მათი მფლობელები”, – აღნიშნულია სამინისტროს პრესრელიზში.

სამინისტრომ თქვა, რომ ასეთი მასალების განთავსება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ყაზახეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ ინტერნეტ რესურსი Linkedin-ის შინაგანაწესს.

Comments
Loading...