ღია სამედიცინო ინსტიტუტის სატელიტური სიმპოზიუმი დიაბეტოლოგიაში

415

ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში გაიმართა ზალცბურგის სატელიტური სიმპოზიუმი დიაბეტოლოგიაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული სტუმრები: ნატაშა ლეიბლი (კოლუმბიის უნივერისტეტის სამედიცინო კოლეჯის ასისტენტ-პროფესორი) და რობინ გოლანდი (ნაომი ბერის დიაბეტოლოგიის ცენტრის პროფესორი) ესწრებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში უცხოელმა პროფესორებმა განიხილეს აქტუალური საკითხები დიაბეტოლოგიაში, წარმოადგინეს  საინტერესო კლინიკური შემთხვევები და ევექსის ქსელის ექიმებს მკურნალობის ახალი მეთოდები და სამეცნიერო მიღწევები გააცნეს. კონფერენციაზე საინტერესო კლინიკური შემთხვევები ქართველმა ექიმებმაც წარმოადგინეს.

პროექტის ინიცირება "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ენდოკრინოლოგის, ნათია ვაშაყმაძის მიერ მოხდა. კორპორაცია მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა დარგის ექსპერტების მოწვევას და  სამედიცინო პერსონალის განვითარებაზე ზრუნვას.

Comments
Loading...