“ღვინო და კულინარია” – გადამზადების კურსი 100-ზე მეტ გიდს ჩაუტარდა

37

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ღვინის თემატიკაზე მომუშავე გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ღვინო და კულინარიის” შემსწავლელი კურსი 100-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. სწავლების მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:

  • ღვინის და ვაზის ისტორია;
  • თანამედროვე ტენდეციები ქართულ კულინარიაში და გამჭვირვალე სამზარეულო;
  • ღვინის არომატები და დაგემოვნება;
  • ღვინის ტურიზმი და მისი პერსპექტივები საქართველოში და ა.შ.

ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო ტრენინგებს ატარებს. გასულ წელს ტურიზმის სფეროში დასაქმებული 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა, მათ შორის: გიდები, განთავსების და კვების ობიექტების თანამშრომლები.

Comments
Loading...