ღარიბ ქვეყნებში 16-ჯერ ნაკლები ვაქცინა შევიდა, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში

4

მიუხედავად COVAX-ის პროგრამისა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ყველა ქვეყანას თანაბარი წვდომა არ აქვს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.

გამოცემის ცნობით, მდიდარმა ქვეყნებმა, ღარიბ ქვეყნებთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე, 16-ჯერ მეტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს.

ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და მილიონობით ადამიანს ჯერ არ მიუღია ერთი დოზაც კი. ამავდროულად, განვითარებული ქვეყნები მოქალაქეებს რევაქცინაციას იწყებენ.

ეს უთანასწორობა ართულებს პანდემიასთან ბრძოლას და შეიძლება გამოიწვიოს გახშირებული შემთხვევები და უფრო ინფექციური შტამების გაჩენა.

Comments
Loading...