ქუმსიშვილმა კრისტიან დენიელსონთან ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილა

429

ევროკავშირთან მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და საფინანსო მხარდაჭერის პროგრამები განიხილა დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტიან დენიელსონთან შეხვედრაზე. 


შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მეიერ ჰარტინგი, აგრეთვე ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გენადი არველაძე.   

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების მიმართულებით. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად განიხილა საქართველოს ფისკალური და მაკროეკონომიკური მდგომარეობა, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო რეფორმები. მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო პარტნიორობა ევროკავშირთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება. 

აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარდაჭერაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. დადებითად შეფასდა ის ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ,  ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 14 პროცენტით, საქართველოდან ევროკავშირში აგროპროდუქციის ექსპორტი კი – 6 პროცენტით.  

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.

კერძოდ, ქართულმა მხარემ ევროპელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და საქართველოს რეგიონების დამაკავშირებელი მაგისტრალების პროექტებზე, ასევე ცალკეული რეგიონების განვითარების საპილოტე პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება ევროპული საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის მთავარი ფუნქციაა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების კოორდინაცია.

გენერალური დირექტორატი ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლო რეგიონში განხორციელებული დახმარებებით მხარს უჭერს რეფორმებსა და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, ზრდის კეთილდღეობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას აღნიშნულ რეგიონში. დირექტორატი მონიტორინგს ახორციელებს ქვეყნების მიღწეულ პროგრესზე და მხარს უჭერს აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს, როგორც ეს განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ. გენერალური დირექტორატი ასევე კოორდინაციას უწევს ევროკავშირსა და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, რაც გამოიხატება  კანონის უზენაესობის, ეკონომიკური მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმების მხარდაჭერით.

გენერალური დირექტორატი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარების კოორდინაციას.

კრისტიან დენიელსონი: ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი განმარტება ამბიციური რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

ჩვენ განვიხილეთ მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და მოვისმინეთ ძალიან კარგი განმარტება ამბიციური რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, –  განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დენიელსონმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვითან შეხვედრის შემდეგ. 

კრისტიან დენიელსონის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს, რომელიც მოიცავს როგორც მაკროეკონომიკურ სისტემას, ასევე კონკრეტულ აქტივობებს , რომლებიც ხელს უწყობს  მცირე და  საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას და დახმარებას სხვადასხვა ფორმით.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან  თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მეიერ ჰარტინგი, აგრეთვე ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გენადი არველაძე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური რეფორმები და ფისკალური მდგომარეობა გააცნო

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ფისკალური და მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების მიმართულებით. 

მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარდაჭერაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. დადებითად შეფასდა ის ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ, ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 14 პროცენტით, საქართველოდან ევროკავშირში აგროპროდუქციის ექსპორტი კი – 6 პროცენტით. 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მეიერ ჰარტინგი, აგრეთვე ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გენადი არველაძე.    

Comments
Loading...