ქუმსიშვილი: 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება

243

"ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის, ჩვენ ვგეგმავთ, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი", – ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა  კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"2017-2020 წლებში დაგეგმილი გვაქვს 19 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციები ამ მიმართულებით. ამ თანხიდან 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ "აბრეშუმის გზის" მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კი თავისთავად დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში", – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ინფრომაციით, რეფორმების წარმოდგენილი გეგმით, 4 წლის განმავლობაში აშენდება  მინიმუმ 800 კმ ახალი გზა, ხოლო მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით 50 ათასი სამუშაო ადგილი.

Comments
Loading...