ქუმსიშვილი: 1 იანვრიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სრულყოფილად შევა ძალაში

293
2018 წლის 1-ლი იანვრიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სრულყოფილად შევა ძალაში. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "ბილტმორში", თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გააკეთა.
 
"თავისუფალი ვაჭრობა 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა სულ რაღაც ორი კვირის წინ გაუკეთა რატიფიკაცია აღნიშნულ შეთანხმებას, ხოლო დღეს უკვე ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ 1 იავრიდან ძალაში შევა სრულყოფილად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის ტერიტორიაზე", – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
 
დღეს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელსაც 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ფურუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.
Comments
Loading...