ქუმსიშვილი: სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

217
"რეგიონისთვის სამხრეთი გაზის კორიდორის განვითარებას,  ჩვენი ქვეყნისთვის კი სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას და "შაჰდენიზი 2"-ის დასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს" – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო  სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში.
 
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სარგებელი, რომელსაც აქედან საქართველო მიიღებს, არის ის, რომ გაზის მოცულობა, რომელიც დღეს გვაქვს, პრაქტიკულად გაორმაგდება.
 
"დღეს თუ ჩვენ 800 მლნ. კუბურ მეტრ  გაზზე გვაქვს გვაქვს წვდომა, 2022 წელს ამ გაზის მოცულობა  მილიარდ ექვსას მილიონამდე გაიზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე აისახება", – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.
Comments
Loading...