ქუმსიშვილი: საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს კერძო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებით

474

ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმისშვილმა სასტუმრო "ბილტმორში" განაცხადა, სადაც ის მოადგილეებთან ერთად "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრებს შეხვდა.

"ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს პირველ სამ თვეში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება საუბარი ამ წლის პირველ სამ თვეზე, იმაზე, თუ რა შედეგებით დავხურეთ 2016 წელი, სადაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგები გაქვს. 20 მარტს საქსტატმა გამოაქვეყნა დაზუსტებული შედეგები და მოგეხსენებათ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი დაზუსტდა და 2,7% გახდა.

ასევე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს კერძო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებით მეოთხე კვარტალში. კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას, როგორ ახორციელებს ამ გეგმებს, რა შედეგებს ველოდებით და რა თქმა უნდა, კერძო სექტორის სურვილები, რადგან მხოლოდ დიალოგში არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარება და მხოლოდ დიალოგის შედეგდაა შესაძლებელი ქვეყნის კიდევ უფრო წინ წაწევა", – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...