ქუმსიშვილი: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს

418

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის კავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს აქტივობებისთვის, რომლებსაც ისინი საქართველოში ახორციელებენ, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში გამართულ კონფერენციაზე, რომელზეც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი პროგრამები გააცნო. 

საქართველოში კერძო სექტორის განვითარების საკვანძო ამოცანის შესასრულებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი (რომელიც აერთიანებს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ფონდს) ახორციელებს ევროკომისიასთან ერთად შემუშავებულ ორ ახალ პროგრამას. ეს ორი პროგრამა მომზადდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა, ისევე როგორც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, "ჰორიზონტი 2020"-ის ინსტრუმენტის: "ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" ფარგლებში.  

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამები მსგავსია საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროგრამებისა "აწარმოე საქართველოში" და "სტარტაპ საქართველო". 

"ეს ის პროდუქტებია, რომლის გაგრძელებასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ღრმა და ყოვლისმომცემლი ვაჭრობის არეალის ინსტრუმენტი – ქართულ ლარში გაცემული სესხები, რომელსაც მოყვება საგრანტო კომპონენტი. ეს არის იმპორტის ჩანაცვლება და საექსპოსტო პროდუქციის განვითარება. რაც შეეხება ინოვფინს, ესაა ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების დაფინანსებას. სწორად მათთვის დამატებით უზრუნველყოფას წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკი უკვე კომერციულ ბანკებში, რათა კომპანიებმა შეძლონ სესხის აღება, ქვეყანაში ეკონომიკა განვითარება და ახალი სამუშაო ადგილები შექმნა.

Comments
Loading...