ქუმსიშვილი: ბიზნეს სახლთან ერთად მისი მხარდამჭერი ელექტრონული პორტალიც ამოქმედდება

451

"ღია საჯარო მმართველობა ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. შემდეგი რეფორმა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ბიზნეს სახლი. ასევე მომზადდება მისი მხარდამჭერი პორტალი – ელექტრონული სივრცე, სადაც კერძო სექტორი მიიღებს 600-ზე მეტ სერვისს ერთ პორტალზე, ისევე როგორც ბიზნეს სახლში", – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე "საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას.

"ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც იძლევა მთავრობის ზომის შემცირების რეალურ შანსს; იძლევა სწორ გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ჩვენ საუკეთესო სერვისები მივაწოდოთ კერძო სექტორს და ამავდროულად მოვახერხოთ ყოველივე ამის სწორი ადმინისტრირება", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ბიზნეს სახლი კიდევ ერთი უნიკალური სერვისი იქნება გაწეული ინვესტორებისათვის, იმ ხალხისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს.

Comments
Loading...