ქუთაისში ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება

12

გზის დაგების პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს. სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვეთით კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს.

„ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელი გზა მრავალი წლის განმავლობაში იყო ამორტიზირებული და გაუვალი. რამდენიმე წელია ამ გზის მოწესრიგებას ითხოვენ მშობლები, რომელთაც აქ ბავშვები დაჰყავთ.

ჩვენ შევძელით ამ პრობლემების მოგვარება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილი კომფორტული გარემოთი და ხელი არ შეეშალოთ სპორტულ აქტივობების განხორციელებაში. სამუშაოები დღეს დაიწყო და დღესვე დასრულდება“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

Comments
Loading...