ქუთაისში, საკანალიზაციო სისტემის სრულ განახლებას, აზიის ბანკი 300 მლნ ლარით დააფინანსებს

442

მომავალ წელს, მთელი ქუთაისის მასშტაბით საკანალიზაციო სისტემის სრული განახლება იგეგმება. ამის შესახებ "აიპრესთან" ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა. როგორც ის "აიპრესთან" ჰყვება, აღნიშნული პროექტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის და მასში ადგილობრივი თვითმმართველობა არ ერთვება. საკანალიზაციო ქსელის სრულ განახლებას, აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

"100 მილიონ ევროდ ღირებული პროექტია. 300 მილიონ ლარზეა საუბარი. წლის ბოლოს ცხადდება ტენდერი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. 3 ლოტად გამოცხადდება, რომ ჩქარა განხორციელდეს.

მთელს ქალაქში შეიცვლება სისტემა. პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი უკვე მზადაა. აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისო შესყიდვების პროცედურებით, ისინი გამოაცხადებენ და შეარჩევენ კომპანიას და თვითონვე გამოაცხადებენ ტენდერს. ქალაქის თვითმმართველობა ამ პროცესში ჩართული არ არის", – განაცხადა მურღულიამ.

Comments
Loading...