ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

455

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი იმერეთის რეგიონის მოსახლეობას  კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სთავაზობს სრულიად უფასოდ კოლორექტული კიბოს სკრინინგს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ევექსი" ავრცელებს.

კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.

იმერეთის მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 2 55 05 05.

Comments
Loading...