ქსენია სობჩაკმა შესაძლოა L’Officiel დატოვოს

29

ჟურნალ L’Officiel-ის ოქტომბრის ნომერი გახდება ბოლო, რომელიც ქსენია სობჩაკის ხელმძღვანელობით გამოვა. ამის შესახებ სობჩაკი თავის ინსტაგრამზე წერს.

“ესეც ჩვენი ოქტომბრის Lofficiel. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს ჩემი ხელმძღვანელობით გამოშვებული ბოლო ნომერია”, – წერს სობჩაკი.

სობჩაკი ჟურნალის მთავარი რედაქტორის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. რაღაც პერიოდის განმავლობაში მან დროებით დატოვა პოსტი – რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის და 2018 წლის ივნისამდე იგი შვებულებაში იყო. არჩევნებში მან მეორე ადგილი დაიკავა და ხმების 1,68% მოაგროვა.

ოქტომბერში რუსული L’Officiel-ის მფლობელი კვლავ ვლადიმირ პომუკჩინსკი გახდა, რომელსაც ჟურნალი 2014 წლამდე ეკუთვნოდა. მისი თქმით, რეალური მყიდველი მედიაჯგუფ ACMG-ის დამაარსებელი ალექსანდრ ფედოტოვი იყო, რომელმაც, მისი თქმით, მას 1,5 მილიონი ევრო დაჰპირდა, თუმცა არ შეასრულა დანაპირები. იგი უჩიოდა გამოცემის როგორც რეალურ, აგრეთვე ნომინალურ მფლობელს 2015 წლიდან მოყოლებული.

Comments
Loading...