ქოქოლაძე: “ნაცმოძრაობის” დროს 10 000-მდე ბიზნესმენი იჯდა ციხეში, შეგვეძლო ბიზნესფორუმი ციხეში გაგვეკეთებინა

42

ამის შესახებ ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“შედარებაც კი მერიდება, სიმართლე გითხრათ. 2004-2012 წლის პერიოდში, როცა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება იყო, ბიზნესის კეთება იყო საშიში, არათუ კარგი იყო, ცუდი იყო – ამის განხილვას ექვემდებარებოდეს, არამედ საერთოდ საშიში იყო. თქვენ ახსენეთ, რომ ციხეში ვიყავი 2 წელი.

იქ კრიმინალურ მუხლებზე მეტად იყვნენ ბიზნესმენები, ათი ათასობით ბიზნესმენი იჯდა ციხეში, შეგვეძლო ბიზნესფორუმი ციხეში გაგვეკეთებინა. საშიში პროფესია იყო. ბიზნესმენების 90 % ამაში დამეთანხმებიან, პირადად, შეიძლება ჰქონდეთ ეს გავლილი, ეს რეპრესიები.

რაც პოზიტიური იყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებით, შეიძლება, ეს ვაღიაროთ, თუმცა, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ჩატარდა, საკმაოდ ბევრი იყო ასეთიც, რეფორმა, რომელიც კარგი ჩატარდა, მაგრამ, ფუნდამენტს თუ გამოაცლი…

გავაკეთოთ მარტივი შედარება: ავაშენოთ სახლი, ჩავატაროთ ძალიან კარგი რემონტი, კარგი არქიტექტურით გავაკეთოთ შენობა, შიდა ინტერიერიც ძალიან კარგად მოვაწყოთ, მაგრამ გამოვუთხაროთ ძირი, თუ ძირს გამოვუთხრით, არანაირი აზრი არ ექნება შიგნით რა სურათი იქნება დაკიდებული, ან კედლები რა ფერის იქნება. დაახლოებით, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ბიზნესგარემო, შეიძლება ამას შევადაროთ. კი, კარგად მოხდა ეკონომიკის ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია, საგადასახადო გარემო საკმაოდ ჯანსაღი იყო, საგადასახადო ნორმები, სამართლებრივი ნორმები ძალიან კარგი იყო, თუმცა ხელისუფლება იქცეოდა ამის საპირისპიროდ, აბსოლუტურად დაუცველი იყო კერძო საკუთრება.

კერძო საკუთრება არის ფუნდამენტი ბიზნესის, საერთოდ სახელმწიფოსი. თუ კერძო საკუთრებას საფუძველს გამოაცლი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენობაში როგორი სურათი გექნება, როგორი ფერის იქნება კედლები და ა.შ. “ნაციონალურმა” ხელისუფლებამ დაახლოებით ეს გააკეთა. საფუძველი გამოაცალა ეკონომიკას, სახელმწიფოს საერთოდ. კერძო საკუთრება დაუცველი იყო.

იუსტიციის სახლებს თქვენ ხედავთ ყველა, ძალიან მსიამოვნებს, ძალიან ლამაზი შენობებია, პროცედურები ძალიან კარგია, მაგრამ თუ მიხვალ და იქ შენი სახლი აღარ დაგხვდება შენს სახელზე გაფორმებული ან შენი კომპანია შენს სახელზე აღარ აღმოჩნდება… სჯობს სახლი იყოს ცოტა შეუხედავი, ნაკლები ინვესტიცია ჩადოს ამაში სახელმწიფომ, მაგრამ მეტი ინვესტიცია ჩადოს საკუთრების უფლების დაცვაში, ანუ “ნაციონალური” ხელისუფლების დროს ზუსტად ეს პრობლემა იყო.

თუნდაც, ჩემი კომპანია “ტექნო ბუმის” შემთხვეაში, იცით, როცა „ელიტ ელექტრონიქსი“ წაგვართვეს, მოხდა მარტივად, ერთვებოდა მთლი სახელმწიფო სისტემა, ვერტიკალი პირველი პირიდან დაწყებული დამთავრებული მთელი სახელმწიფო სტრუქტურებით, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, მერიაც კი, ასევე კერძო სტრუქტურები, ბანკი იყო კონკრეტულად ჩართული. მთელი სისტემა იყო მოწყობილი, როგორ შეიძლებოდა ამოეღოთ ბიზნესიდან მეტი რესურსი. იგივე იუსტიციის სახლი რომ ვახსენეთ, ერთი იუსტიციის სახლის მშენებლობას, ჩავთვალოთ, რომ 100 ბიზნესი შეეწირა.

რაც შეეხება დღეს მიმდინარე მოვლენებს, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. იმაზე მეტად თავისუფალი, ვიდრე კი შეიძლება ამ ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს შეეძლოს.

ხშირი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მოღვაწე ბიზნესმენებთან, აზერბაიჯანში შუა აზიის ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში და ა.შ. ვფიქრობ, ამ რეგიონის ქვეყნებში ერთერთი ყველაზე თავისუფალი გარემო გაგვაჩნია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს. პრობლემები საკმაოდ ბევრია, არის თემები, რომელზეც შიძლება გავაკრიტიკოთ ეს ხელისუფლებაც.

დღეს ფუნდამენტური პრობლემა, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად დავასახელოთ, ეს არის სამართალწარმოების პროცესში არსებული პრობლემები, დაწყებული პროკურატურიდან, დამთავრებული სასამართლომდე. დღეს გვაქვს შეცდომებზე ლაპარაკი, იქ დანაშაულებზე გვქონდა საუბარი. ამიტომ, დღეს ხელისუფლებას აქვს შანსი, გამოასწოროს. ის, რაც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო მიზანმიმართული სისტემური დანაშაულები”, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

Comments
Loading...