ქობულია: გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური ბიზნესი

47

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,”ეროვნულიინოვაციების ეკოსისტემის” GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა.

გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაში საქართველოში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური პროდუქტების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორცმან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ამიტომ ის ვერ იქნება ორიენტირებულნი ფართომასშტაბიან, დიდ ეკონომიკურ პროექტებზე.

“ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საშუალო და მცირე ზომის, მაღალი დამატებითი ღირებულების ბიზნესებს და პროექტებს. ამ თვალსაზრისით, რას თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტიტექნოლოგიური, ინოვაციური ბიზნესი, რომლებიც შექმნის ძალიან მაღალ ღირებულებას, იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, პარალელურად კი ქვეყანასუცხოურ ვალუტას მოუტანს, რაც დღესდღეობით ძალიან გვჭირდება, და გახდება მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი გახდება”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საქართველოში უკვე მეორედ ცხადდება, საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონლარს შეადგენს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

ENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულიათანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი მდგრადი განვითარების მინისტრმა წარმატება უსურვა კონკურსის მონაწილეებს, ამასთან, გიორგი ქობულიამ თქმით, ეს ისშემთხვევაა, როცა მონაწილეობა გამარჯვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

“რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ, მერწმუნეთ, ნამდვილად ყველამონაწილე მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას, რაც მომავალში გამოგადგებათ – ცოდნის შეძენის, ასევე ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით”, -აღნიშნა მან.

Comments
Loading...