ქობულია: Check in Georgia-ს კავშირი ტურიზმის განვითარებასთან ვერ დავინახე

35

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია “საქმიან დილასთან” საუბრისას იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პროექტი Check in Georgia არსებული ფორმით აღარ გაგრძელდება. მინისტრი ამბობს, რომ მათ ვერ დაინახეს კავშირი ტურიზმის ზრდასა და არსებულ პროექტს შორის. ასევე როგორც ქობულიამ განაცხადა, იმ კომპონენტების შეთავსება, რომელსაც დღეს ეს პროქტი მოიცავს კულტურის სამინისტროსაც შეუძლია.

“ამ პროექტის კავშირი ტურიზმის ზრდასთან ვერ დავინახე. ამისთვის გვქონდა კვლევები გაკეთებული. ეს პროექტი არ იყო ცუდი, თუმცა ის შესაძლოა კულტურის სამინისტრომ გააკეთოს და დაასაბუთოს რომ ის კეთდება კულტურული განვითარებისთვის.

ეს პროექტები საჭიროებენ ადმინისტრაციულ რესურსსა და დროს. ჩვენ გვაქვს შეზღუდული რესურსები და დროის პრიორიტეტიზაცია უნდა გავაკეთოთ. დღეების გამავლობაში რომ ვიმსჯელოთ სად გავმართავთ ქართული ხალხურ კონცერტს, ეს ეკონომიკის სამინისტროს საქმე არ არის”, – ამბობს მინისტრი.

Comments
Loading...