ქობულია: ჩვენი პროდუქტების ხარისხის სისტემების გაუმჯობესებისთვის მთელ რიგ აქტივობებს ვგეგმავთ

34

როგორც გიორგი ქობულიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიზნით საქართველო თურქეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ისრაელთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და ყურის ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციას და ამ კუთხით შეთანხმებებზე აქტიური მოლაპარაკებების წარმართვას გეგმავს

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე და ინვესტორთა მაღალი ნდობის მოპოვებას.

“ვგეგმავთ მთელ რიგ აქტივობებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი პროდუქტების სტანდარტიზაციის და ხარისხის სისტემების გაუმჯობესებას, მათ შორის ევროკავშირის ფიტოსანიტარულ სტანდარტებთან დაახლოებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის ბაზრების გახსნას ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებთან ხარისხის სისტემების დაახლოება მნიშვნელოვანია არა მარტო საექსპორტო პოტენციალის განვითრებისთვის, არამედ პირველ რიგში იმისათვის, მოსახელობამ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ფოსტის და სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობაზე, რაც ხარისხის ინფრასტრუქტურის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და ეფექტური მომსახურების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას.

Comments
Loading...