ქობულია: შავ ზღვაზე საბორნე და ფიდერული გადაზიდვების განვითარებას დავიწყებთ

32

საქართველოს არხების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან შავ ზღვაზე საბორნე და ფიდერული გადაზიდვების განვითარებას დავიწყებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს”, რომელიც ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის “მსოფლიო 2019”-ის ეგიდით იმართება.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო-სატრანზიტო პოტენციალის თვისების მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სხვა გეგმებთან ერთად ანაკლიის ახალი პორტის გარდა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გაფართოება-განვითარებას მოიცავს. ამ მიზნით ასევე იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, რომელიც, სხვა მრავალ მიმართულებას შორის, ასევე გულისხმობს საქართველოს პორტების განვითარებას, მაღალხარისხიანი საპორტო სერვისების (ბუნკერინგი, ქეითერინგი და სხვა) შექმნას.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და მის ფარგლებში საზღვაო პოტენციალის სრულად ათვისებაა”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზღვაო აკადემიის განვითარებას, ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობა და საზღვაო განათლების დახვეწას.

Comments
Loading...