ქობულია: საქართველოს ეკონომიკის ზომის ქვეყნებისთვის ღია ეკონომიკა ერთადერთი სწორი გზაა

49

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა უნდა იყოს ღია, ვინაიდან მინისტრს მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის საქართველოს ეკონომიკის ზომის ქვეყნებისთვის ერთადერთი სწორი გზა.

“ანტიდემპინგურ კანონს მივიღებთ და ის მოგვცემს საშუალებას რომ კანონისა და რეგულაციების ფარგელბში ვიმსჯელოთ დემპინგურ სიტუაციებზე და საჭიროების შემთხვვეაში დავიცავთ ჩვენს მწარმოებელს. ესეთი შემთხვევეები გამოსაკვლევად ძალიან რთულია და ითხოვს დიდ ანალიტიკას, რათა არ დავუშვათ შეცდომა.

ჩვენი პრინციპი არის ღია ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკის ზომის ქვეყნებისთვის ეს არის ერთადერთი სწორი გზა”, – აღნიშნავს გიორგი ქობულია.

Comments
Loading...