ქობულია პროფესიულ განათლებაზე: ჩვენ არ უნდა გვეთაკილებოდეს ასეთი პროფესიები

39

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ შეძლო საკუთარი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება სწორედ ისეთი პროფესიული სამუშაო ადგილების ხარჯზე, როგორიც მაგალითად მიმტანი და სასტუმროს ადმინისტრატორია.

“ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან სერიოზული საგანმანათლებლო პროგრამები. ეს პროგრამები ეხება როგორც განათლების რთულ სფეროებს, ასევე დიდწილად მარტივ პროფესიებს.

როცა ვთქვი, რომ კვალიფიკაცია ჩვენი ძირითადი დაბრკოლებაა, მე მსმენია, რომ აი, სამი დიპლომი მაქვს და ვერ ვმუშაობ… ეს, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ აქ არ არის საუბარი უმაღლეს განათლებაზე. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს საბაზისო კვალიფიკაციებში, ისეთ პროფესიებში, როგორიც არის მაგალითად ტურიზმი.

მაგალითისთვის, მიმტანები, ესეც კვალიფიკაციაა, ბარმენები, ადმინისტრატორები სასტუმროებში. საუბარია პროფესიულ განათლებაზე, მაგრამ ისეთზე არა, როგორიც არის ვეტერინარი.

სწორედ ამით წაიწია ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ისეთმა ქვეყანამ, როგორიც არის თურქეთი. ჩვენ არ უნდა გვეთაკლებოდეს ესეთი პროფესიები, ამას თუ გადავლახავთ, ეს იქნება ეკონომიკური ზრდის ძალიან დიდი პირველი ტალღა”, – აცხადებს გიორგი ქობულია.

Comments
Loading...