ქობულია: კონსულტაციას ვუწევდი საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს, ურთულესი პრობლემების გადაჭრაში

114

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან მის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

ქობულიას თქმით, ბოლო 18 წლის განმავლობაში ის საერთაშორისო, ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდა და პირადად უწევდა კონსულტაციას საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს, ურთულესი პრობლემების გადაჭრაში.

"ეს პრობლემები ეხებოდა მათ როგორც მართვის სისტემებს, ასევე მათ სტრატეგიას, საოპერაციო და ძალიან დეტალურ საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. მე ვთვლი, რომ ის გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, ძალიან შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს", – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...