ქობულია: ვხედავთ, რომ უმუშევრობის დონემ დაიკლო, მაგრამ აგრეთვე დიდ გამოწვევას ვხედავთ უმუშევრობაში

31

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 2017 წელს, ბიზნესსექტორში შეიქმნა 51 000 სამუშაო ადგილი. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში წელიწადში 30-40 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება. ჩვენ კი გვინდა, რომ ეს მაჩვენებელი მივიყვანოთ 60 000-მდე.

უმუშევრობის დონე იკლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ უმუშევრობის დონემ დაიკლო, მაგრამ აგრეთვე ჩვენ ვხედავთ დიდ გამოწვევას უმუშევრობაში.

ეს გამოწვევა არის იმაში, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ისევე როგორც სიღარიბის დონის დაწევის ტემპებმა, ასევე უმუშევრობის დაწევის ტემპებმაც დაიკლო”, – აცხადებს ქობულია.

Comments
Loading...