ქობულია: ევროპასთან 6 ახალი მიმართულება მეტი ტურისტის მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს

49

“ხელი მოეწერა “ვიზეართან” შეთანხმებას ახალ ფრენებთან დაკავშირებით. ავიაკომპანია 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით დაიწყებს რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასთან, დანიის სამეფოსთან და ესტონეთთან საქართველოს აქამდე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ ჰქონია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

შესაბამისი შეთანხმება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას “ვიზეარის” შორის 31 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ავია რეისებიდან გამომდინარე გაიზრდება იმ ქვეყნების გეოგრაფია, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოდიან.

“ეს სიახლე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ სამიზნე ბაზრებიდან, საიდანაც ჩამოდიან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტები, რაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...