ქობულია: ევროკავშირმა საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზა

32

გიორგი ქობულიას განცხადებით, ევროკავშირთან დიალოგი მთავრობას დაეხმარება, შეიმუშაოს ახალი ინიციატივები.

“უკვე 2019 და 2020 წლებში ჩვენ ლოგისტიკური და სატრანსპორტო სისტემების განვითარების მნიშვნელოვან შედეგს დავინახავთ,” – განახადა მან.

მისი თქმით, დიალოგის მთავარი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

ასეთ გადაწყვეტილებებს შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა ტრანსპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ასევე იმ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც ევროკავშირს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში გააჩნია.

“საუბარია არაერთ ინიციატივაზე სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, ასევე რკინიგზის რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით და საჰაერო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის განვითარების კუთხით. ყოველივე ეს ჩვენ დაგვეხმარება, რათა საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ბაზრებთან,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

“ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს ერთ-ერთ ძირითად რეგიონულ პარტნიორად საგზაო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მათ ჩვენ საქართველოში რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზეს, რომელიც საქართველოდან წარმართავს რეგიონის სხვა ქვეყნების გზებზე უსაფრთოხების გაუმჯობესების პროექტებს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Comments
Loading...