ქობულია: გვაქვს პოტენციალი, გავხდეთ ბევრად დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა

34

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ “პეის ტერმინალის” პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

OPIC-ი “პეის ჯგუფის” საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტს ქალაქ ფოთში 50 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს. პროექტის საერთო ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარია.

“საქართველოში გვაქვს ისეთი პოტენციალი, რომ გავხდეთ უფრო ბევრად დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა. ამდენად, ჩვენი აზრით დიდი ალბათობით როგორც აღნიშნული პორტისთვის, ასევე ანაკლიის ნავსადგურისთვის ტვირთები საკმარისი იქნება. მთავარია გავზარდოთ ჩვენი დერეფნების კონკურენტუნარიანობა, რაც მხოლოდ პორტებზე არ არის დამოკიდებული.

ეს არის კომპლექსური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ და მოიცავს პორტებსაც, რკინიგზასაც, ჩვენს საზღვრებსაც და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობასაც, რადგან ამ ტვირთებს მხოლოდ ჩვენ არ გადავზიდავთ, პროცესში სხვა ქვეყნების აქტიური ჩართვაცაა აუცილებელი,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Comments
Loading...