ქობულია: ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ

24

“ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვანმიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში”, – ამისშესახებ გიორგი ქობულიამ ბელარუსის საქმიან საბჭოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრისმოადგილესთან, მიხაილ რუსისთან ერთად ესწრებოდა, რომელიც ბელარუსის დელეგაციასთან ერთად საქართველოში ორდღიანივიზიტით იმყოფება.

გიორგი ქობულიას თქმით, ბელარუსი საკმაოდ განვითარებულია ქირურგიასა და ქირურგიული მოწყობილობების სექტორში,შესაბამისად, საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი ქირურგიული ცენტრის შექმნას.

“ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითები – მათ შორის არის ტრაქტორების წარმოება, რომლებიც ჩვენთან, ბელარუსისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში ეწყობა, ასევე ბელარუსული წარმოების ხარისხიანი ლიფტები,რომლებიც, პრაქტიკულად, ლოკალიზებულია საქართველოში ანუ მასალებიც კი ჩვენს ქვეყანაში იწარმოება. გარდა ამისა,საუბარია კომბაინური ტექნიკის წარმოებაზე და სხვა მრავალ მიმართულებაზე, რომლებიც, ვფიქრობთ, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს”, – აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას შეფასებით, ბელარუსი არის საქართველოსთან კულტურულად და გეოგრაფიულად ახლო ქვეყანა, რაც,მინისტრის თქმით, საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო უადვილებს ბელარუს კოლეგებთან და ბიზნესმენებთანურთიერთობას.

“საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული ასევე ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში – ეს არის სარკინიგზოტრანსპორტი, ასევე საბორნე მიმოსვლა უკრაინის პორტებთან, რომელიც რეგულარული გვინდა გავხადოთ”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Comments
Loading...