ქეთევან ალექსიძე: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის 2017 წელი ძალიან წარმატებული იყო

208

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, შარშანდელი წელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის ძალიან წარმატებული იყო და მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

"ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წელს  59 %-ით  გაიზარდა მგზავრთა რაოდენობან. მარტო ზაფხულის პერიოდში ამ აეროპორტით 100 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. რისთვისაც აეროპორტის მენეჯმენტმა ძალიან ბევრი იმუშავა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტული  ნაბიჯები, რომ წლევანდელ ზაფხულს შეხვდეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სათანადოდ მომზადებული და ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდეს.

რაც შეეხება განვითარებას სხვა კუთხით, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

Comments
Loading...