“ქართუ”: “შავ სიაში” მყოფი პირების ვალების განულების ვებ-გვერდი მზადაა, ველოდებით სიებს

136

ამის შესახებ ფონდი “ქართუ”-ს გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა bm.ge-ისთან განაცხადა.

“ვებ-გვერდი ტექნიკურად მზადაა, ველოდებით საკრედიტო დაწესებულებებიდან მოვალეთა სიების მოწოდებას. როგორც კი მივიღებთ სიებს, მაშინვე ავსახავთ ვებ-გვერდზე. პროცესი ორმხრივია და მეორე მხრიდან სიების მოწოდების გარეშე შეუძლებელია მათი მოსახლეობისთვის გაცნობა.

როგორც კი დაიდება სიები, მაშინვე გავასაჯაროებთ ვებ-გვერდს. მოქალაქეთა მიერ საკუთარი სახელის გადამოწმება რა თქმა უნდა საბანკო საიდუმლოების დაცულობის პრინციპით მოხდება”, – განმარტა ჩხეტიანმა.

ფონდი “ქართუ”-ს გამგეობის თავმჯდომარის თქმით, პროექტზე დაიხარჯება იმდენი, რამდენიც “საჭირო იქნება”. თუმცა ამ ეტაპზე მისი მობილიზებულია 100,000,000 ლარი.

ცნობისთვის, 2018 წლის 19 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა განცხადება, რომ საბანკო შავ სიაში მყოფ პირებს მილიარდ-ნახევრიანი დავალიანება უნოლდებათ.

Comments
Loading...