“ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ღრმა სტაგნაციაში შეიყვანა”

274

"ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ღრმა სტაგნაციაში შეიყვანა. თითოეული დღე, უფრო და უფრო ამძაფრებს ამ კრიზისს. თვითმმართველობის არჩევნები იძლევა შანსს, შევცვალოთ არაფორმალურ მმართველობაზე დამყარებული ხელისუფლება.

ცხადად სჩანს, რომ ქართული ოცნება, ხელისუფლების შესარჩუნებლად, მზადაა  ყველა საშუალება გამოიყენოს.

ასეთ პირობებში, გათითოკაცებული ოპოზიციისათვის განსაკუთრებულად რთული იქნება სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება.

მნიშვნელოვანია, პროდასავლური ოპოზიციური ელექტორატის კონსოლიდაცია და მობილიზება საერთო მიზნის მისაღწევად – ჩვენი ამოცანაა არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა!

აქ წარმოდგენილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, ვერთიანდებით საერთო ამოცანის გადასაწყვეტად. გამოვდივართ რა პრინციპიდან "ძალა ერთობაშია":

მოვუწოდებთ პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს, გავერთიანდეთ დემოკრატიული პრინციპების გარშემო და მაქსიმალურად ღია და კონკურენტული გზით (პრაიმერით) ავირჩიოთ მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატები!

Comments
Loading...