ქართული ბრენდის ფრანჩაიზინგი გაიყიდება

209

2018 წლის ზაფხულში დაფიქსირდა უპრეცენდენტო შემთხვევა ქართულ გასტრო სფეროში, შპს “ბორტმაისტერმა” მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანულ კომპანიასთან ფრანჩიზის გაყიდვის შესახებ, რაც გულისხმობს აზერბაიჯანის დედაქალაქში – ბაქოში – ბროტმაისტერის სახელწოდების ქვეშ საწარმოსა და ხუთი ფილიალის გახსნას. ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 28 სექტემბერს, 15:00 საათზე საზეიმო ვითარებაში.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული პროგრამის მხარდაჭერით, შპს “ბროტმაისტერი” ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, 2016 წლის ზაფხულში კი პირველი ფილიალი გახსნა.

სხვაგვარად ჟღერადი სახელწოდების მიუხედავად, ბრენდი 100%-ით ქართულია. კომპანიის დამფუძნებლებმა ავსტრიელი პარტნიორების ტრენინგებისა და ინგრედიენტების დახმარებით ავსტრიული ტექნოლოგიით ცხობა დანერგეს და პროექტი – აწარმოე საქართველოს დახმარებით, გამართეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ცენტრალიზებული საწარმო.

შეგახსენებთ, რომ “აწარმოე საქართველოში – ბიზნესის” მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

Comments
Loading...