ქართული ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების ონლაინ გადახდები აიკრძალება

53

ქართული საგადასახადო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელება აიკრძალება. ცვლილებას “საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს აზარტულ თამაშობებში ჩართული ადამიანების შემცირებას და ამით გამოწვეული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას.

“ასევე შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშობების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება”, – აცხადებენ ინიციატორები.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.

Comments
Loading...