ქართული ბანკების აქტივებმა 58.57 მილიარდს მიაღწია

13

2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.09 მლრდ ლარით, ანუ 1.89 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.39 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი სექტემბრისათვის 58.57 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.43 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

Comments
Loading...