ქართული ანიმაციური ფილმი “ჯიბის კაცი” საუკეთესო ანიმაციების რიგებში მოხვდა

468

ქართული ანიმაციური ფილმი "ჯიბის კაცი" – ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის საუკეთესო 12-ეულში მოხვდა. 27 წლის ილუსტრატორის ანა ჩუბინიძის ფილმი ფესტივალის ჟიურიმ და მაყურებელმა შეაფასა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბისი ბანკი ავრცელებს.

New-York International Children's Film Festival -ზე 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.  ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე 15 მარტს თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის  statusdonates.ge-ს დახმარებით იმყოფებოდა.

"ჯიბის კაცის" ჩვენება ფრანგულ ტელევიზია Canal + ზე იგეგმება. ანას ნამუშევარმა დამატებით მონრეალის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის წოდება მოიპოვა და მომავალში 16-მდე  სხვადასხვა კინოფესტივალზე წარდება.

პლატფორმა statusdonates.ge-ს დახმარებით კიდევ ერთ ახალგაზრდა გაემგზავრება საზღვარგარეთ. 10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია. ანაჰიტმა ნოტები კარგად არ იცის, მაგრამ მისთვის საყვარელ კლასიკას და ჯაზს სმენით უკრავს. ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის შეფასებით, გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და ხელშეწყობა ესაჭიროება.

საფრანგეთში გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა დაეხმარა.

Comments
Loading...