ქართველ ექსპორტიორებს შანხაიში 1.5 მილიონ კვ. მეტრზე შეეძლებათ საქონლისა და მომსახურების გატანა

222

5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენა "China International Import Expo" გაიმართება, რომელზეც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული. 1.5 მილიონი კვ. მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მომსახურების 5 და საქონლის 6 საგამოფენო ლოკაცია მოეწყობა, სადაც ქართველი ექსპორტიორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქცია  და მომსახურება გააცნონ.

გამოფენის შესახებ ქართველ ექსპორტიორებს დეტალური ინფორმაცია  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მიაწოდეს.

საქონლის 6 საგამოფენო სივრცე მოიცავს სპეციალურ დარბაზებს მაღალი წარმადობის ინტელექტუალური ტექნიკის,  სამომხმარებლო ელექტრონიკისა  და  მოწყობილობების, ავტომობილების, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და  სამომხმარებლო ნივთების,  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის,  სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებისა და სამედიცინო მომსახურების პროდუქტების გამოფენისთვის.  მომსახურების 5 სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში კი შესაძლებელია ტურიზმის, განვითარებადი ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების, შემოქმედებითი დიზაინისა და მომსახურების აუთსორსინგის წარმოდგენა. საგამოფენო სივრცის დაჯავშნის ბოლო ვადა 2018 წლის 30 ივნისია.

გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.ქართველ ექსპორტიორებს შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპოზე  1.5 მილიონი კვ. მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ საქონლისა და მომსახურების გატანა.

5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენა "China International Import Expo" გაიმართება, რომელზეც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული. 1.5 მილიონი კვ. მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მომსახურების 5 და საქონლის 6 საგამოფენო  ლოკაცია  მოეწყობა, სადაც ქართველი ექსპორტიორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქცია  და მომსახურება  გააცნონ.

გამოფენის შესახებ ქართველ ექსპორტიორებს დეტალური ინფორმაცია  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მიაწოდეს.

საქონლის 6 საგამოფენო სივრცე მოიცავს სპეციალურ დარბაზებს მაღალი წარმადობის ინტელექტუალური ტექნიკის,  სამომხმარებლო ელექტრონიკისა  და  მოწყობილობების, ავტომობილების, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და  სამომხმარებლო ნივთების,  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის,  სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებისა და სამედიცინო მომსახურების პროდუქტების გამოფენისთვის.  მომსახურების 5 სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში კი შესაძლებელია ტურიზმის, განვითარებადი ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების, შემოქმედებითი დიზაინისა და მომსახურების აუთსორსინგის წარმოდგენა. საგამოფენო სივრცის დაჯავშნის ბოლო ვადა 2018 წლის 30 ივნისია.

გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.

Comments
Loading...