ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნით, წელს, გერმანიის ნაცვლად საფრანგეთი ლიდერობს

35

ევროსტატი თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იმ პირთა რაოდენობა, ვინც ევროკავშირის 28 ქვეყნიდან რომელიმეს თავშესაფრის მოთხოვნით პირველად მიმართა, 2018 წლის მე-4 კვარტალში 2017 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2017 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული.

თავშესაფრის პირველად მთხოვნელთა რაოდენობა (150 000 კაცი) სულ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის (165 000 კაცი) 91% შეადგინა.

2018 წლის მე-4 კვარტალში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადების 38% პირველი ინსტანციების მიერ დადებითად გადაწყდა.

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნების თავშესაფრის მოთხოვნით 147 ქვეყნის მოქალაქეებმა მიმართეს. ყველაზე მეტი მოთხოვნები დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

1. სირია – 80 920
2. ავღანეთი- 40 990
3. ერაყი – 39 595
4. პაკისტანი – 24 705
5. ირანი – 23 195
6. ნიგერია – 22 120
7. თურქეთი – 21 965
8. ვენესუელა – 21 920
9. ალბანეთი – 19 025
10. საქართველო – 17 985
11. ერიტრეა – 14 945
12. გვინეა – 13 295
13. ბანგლადეში – 12 650
14. რუსეთი – 11 650
15. სომალი – 11 305

საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვების რაოდენობა 2017 წლის მე-4 კვარტლის 2018 წლის კვარტლების მიხედვით ასეთია:

2017, IV კვ. – 3615
2018, I კვ. – 5030
2018, II კვ. – 3745
2018, III კვ. – 3725
2018, IV კვ. – 5485

2018 წლის მე-4 კვარტალში 2017 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით თავშესაფრის მოთხოვნის ყველაზე დიდა ზრდა %-ული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

1. კოლუმბია – 181%
2. პალესტინა – 121%
3. ირანი – 84%
4. ვენესუელა – 61%
5. საქართველო – 52%

2018 წლის მე-4 კვარტალში 2017 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით თავშესაფრის მოთხოვნის ყველაზე დიდა ზრდა %-ული კლება დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

1. ნიგერია – 41%
2. სენეგალი – 39%
3. ერიტრეა – 32%
4. ბანგლადეში – 29%
5. სირია – 26%
6. ერაყი – 25%

2018 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს ითხოვდნენ შემდეგ ქვეყნებში:

1. საფრანგეთი – 2500 (45,6%)
2. გერმანია – 785 (14,3%)
3. შვედეთი – 455 (8,3%)
4. საბერძნეთი – 405 (7,4%)
5. ესპანეთი – 340 (6,2%)
6. ირლანდია – 115 (2,1%)
7. დანია – 95 (1,7%)
8. ლუქსემბურგი – 40 (0,7%)
9. ჩეხეთი – 35 (0,6%)
19. სხვა – 715 (13,0%)

2018 წლის მე-4 კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების პირველმა ინსტანციებმა საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის 3680 მოთხოვნიდან დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ 170 (განხილული საქმეებიდან დაახლოებით 5%) შემთხვევაშია გამოტანილია. 2018 წლის მე-4 კვარტალში იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოქალაქეების 1000-ზე მეტი თავშესაფრის თხოვნა იქნა განხილული, საქართველოზე უფრო ნაკლებად კმაყოფილდებოდა მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეების მოთხოვნები.

ინფორმაცია განსჯისთვის: საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით ბუნებრივი მატება 2018 წლის პირველ ექვს თვეში იყო 709 კაცი.

 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

Comments
Loading...