ქალაქ ქუთაისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

35

მიმდინარე წლის 13 თებერვლის დილის 10:00 საათიდან ქალაქ ქუთაისის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

კერძოდ ბუნებრივი გაზის მიწოდება ქალაქ ქუთაისის შემდეგი ქუჩების აბონენტებს შეუწყდათ ანტონ კათალიკოსის, ბაგრატის (I და III ჩიხებით), გორკის, დავით და კონსტანტინეს I შესახვევის, დები იშხნელების, ვაჟა ფშაველას, ისისანის, ქეთევან წამებულის, ყაზბეგის ქუჩას ჩიხებით, ჩაჩიბაძის ქუჩას ჩიხებით, ცაცხვების (II შესახვევით), ჭაბუკიანის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით, ჭანტურიას, ი. პეტრიწის ქუჩის II შესახვევის, რუსთაველის XIV ჩიხის, გაფრინდაშვილის, რუსთაველის ქუჩას №10-დან №22-მდე, №20-დან №32-მდე სხირტლაძის, რუსთაველის II ჩიხის, კიკვიძის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით, ძნელაძის ქუჩას II და IV ჩიხით და II შესახვევით, წყალტუბოს I, III შესახვევით და II ჩიხით, ასევე წყაროს ქუჩას I ჩიხით.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მანქანის დაჯახება გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 13 თებერვლის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...