ქალაქ ქუთაისის ნაწილს 28 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

46

მიმდინარე წლის 28 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში შემდეგ ქუჩებს ბროსეს, ვარლამიშვილს, ნიუპორტს, მ. დვალიშვილს, გაპონოვსა და თბილისის ქუჩებს ჩიხებითა და შესახვევებით, გელათის პირველი შესახვევს, თამარ მეფის №3-ს, წმ. ნინოს №6-ს, ლერმონტოვის №2, 3, 5, 7-ს, ფალიაშვილის III და V შესახვევებსა და ფალიაშვილის ქუჩის №31, 35, და 37-ს გაზმომარაგება შეუწყდება.ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკატ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 28 სექტემბრის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...